თავში

ლატვიაში აზერბაიჯანის საელჩოს შენობაში ხანძარია

ლატვიაში აზერბაიჯანის საელჩოს შენობაში ხანძარია
ლატვიაში აზერბაიჯანის საელჩოს შენობაში ხანძარია

ლატვიაში აზერბაიჯანის საელჩოს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი იმ შენობის მეხუთე სართულზე გაჩნდა, სადაც აზერბაიჯანის საელჩო მდებარეობს. 

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ხანძარი საელჩოს ადმინისტრაციულ ოფისში არ გავრცელებულა და ინციდენტის შედეგად აზერბაიჯანის საკონსულო არ დაზიანებულა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system