თავში

ლატვიელი დეპუტატი: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია

​ლატვიელი დეპუტატი: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია
ლატვიელი დეპუტატი: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის 4 რეზოლუცია მიიღო. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, აზერბაიჯანის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, ხელშეუხებელია, - ამის შესახებ ლატვიის სეიმის დეპუტატმა, არტუს კაიმინშმა განაცხადა.

"ლატვია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის მხარს უჭერდა და არასოდეს აღიარებდა მის ტერიტორიაზე არც ერთ სტრუქტურას მეორე სახელმწიფოდ", - განაცხადა დეპუტატმა.

კაიმინშის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი 30 წლის წინ დაიშალა, ჯერ კიდევ არსებობს კონფლიქტები, რომლებიც მისგან მემკვიდრეობით გადმოვიდა.

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ერთ-ერთი ასეთი მწარე მემკვიდრეობაა", - განაცხადა მან.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში სტატუს-კვოს შენარჩუნება რეგიონს კონფლიქტების საფრთხეს უქმნის და სასურველი არ არის.

"სამწუხაროდ, ეს საკითხი არა მშვიდობიანი გზით, არამედ 30 წლის შემდეგ იარაღის ძალით წყდება. ჩვენ მსოფლიოში, მათ შორის რეგიონში მშვიდობის უსწრაფესი დამკვიდრება გვინდა. ძალიან არასასურველია, რომ XXI ადამიანები კონფლიქტის დროს იღუპებოდნენ", - განაცხადა დეპუტატმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system