თავში

ლატვიის პრეზიდენტი COVID-19-ით დაინფიცირდა

ლატვიის პრეზიდენტი COVID-19-ით დაინფიცირდა
ლატვიის პრეზიდენტი COVID-19-ით დაინფიცირდა

ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა ესტონეთის ახალ პრეზიდენტთან, ალარ კარისთან შეხვედრის წინ COVID-19-ზე სწრაფი ტესტი ჩაატარა და დადასტურდა, რომ მას კორონავირუსი აქვს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შესაბამისად, 14 ოქტომბერს, კარისს სეიმის თავმჯდომარე, ინარა მურნიცე მიიღებს.

აღინიშნება, რომ ლევიტსი პირადად დაუკავშირდა თავის ესტონელ კოლეგას ტელეფონით, რომელთანაც შეხვედრა რიგის ციხეში ხუთშაბათს უნდა გამართულიყო. მან სიტუაცია განუმარტა და შეხვედრის სხვა დროისთვის გადადება სთხოვა. კარისმა, ვისთვისაც ლატვიაში ვიზიტი პირველი უცხოური ოფიციალური მოგზაურობაა მის ახალ თანამდებობაზე, სეიმის სპიკერთან შეხვედრას დათანხმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system