თავში

ლატვიის ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში ამფეტამინის ფორმულა გაიპარა

ლატვიის ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში ამფეტამინის ფორმულა გაიპარა
ლატვიის ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში ამფეტამინის ფორმულა გაიპარა

ლატვიის საზოგადოებრივ ტელევიზიაში, ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში, სადაც კორონავირუსის ვაქცინებზე იყო საუბარი, ეკრანზე ამფეტამინის ფორმულა იწერებოდა. მაყურებელთა შორის ორგანული სინთეზის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი კრისტაპს ჯაუზემიც იყო, რომელიც ამ შეცდომას ხუმრობით გამოეხმაურა.

"ვიღაც ოინბაზმა კორონავირუსის ვაქცინაში ამფეტამინი დაამატა", - თქვა ქიმიკოსმა.  

აღსანიშნავია, რომ თავად სიუჟეტში კორონავირუსის ვაქცინის რეცეპტებზე საუბარი არ ყოფილა. 

როგორც ჩანს, გადაცემის მომზადებისას ამფეტამინის ფორმულა გრაფიკისთვის, შაბლონად გამოიყენეს. 

მომხდართან დაკავშირებით არხს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system