თავში

ლედი გაგამ ექიმებისთვის ბილბორდები შექმნა

ლედი გაგამ ექიმებისთვის ბილბორდები შექმნა
ლედი გაგამ ექიმებისთვის ბილბორდები შექმნა

ლედი გაგამ კორონავირუსთან მებრძოლი ექიმებისთვის და გადაუდებელი დახმარების სივრცეში დასაქმებული  ყველა ადამიანისთვის გამამხნევებელი ბილბორდები შექმნა. ისინი მარტივი ხასიათისაა და მათზე დიდი ასოებით ტექსტი ”შენ არსებითი ხარ” - ”შენ აუცილებელი ხარ” წერია. პატარა ზომის ტექსტში კი მომღერალი სახლში დარჩენასა და უსაფრთხოების წესების დაცვისაკენ მოგვიწოდებს. 

ბილბორდები პირველად კალიფორნიაში გამოჩნდა. მომღერალი თავდაპირველად ამ სარეკლამო ადგილების გამოყენებას თავისი ახალი ალბომის, "Chromatica-ს" რეკლამისთვის აპირებდა. 

მომღერლის მეექვსე ალბომის გამოშვება 10 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო,  პრეზენტაცია გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system