თავში

ლესოთოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლესოთოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ლესოთოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, ლესოთოში, ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. განცხადება რამდენიმე რამდენიმე დღეში გაკეთდა მას შემდეგ, რაც  COVID-19-ის ტესტის შესახებ კითხვები დაისვა. 

სამეფოს არ აქვს ტესტირების ჩატარების საშუალება, ამიტომ ტესტებს სამხრეთ აფრიკაში გადამდები დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში აგზავნიან. 

ლესოთოში 300 ადამიანზე მეტი იმყოფება, ისინი, სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები არიან, თუმცა ქვეყანას ვერ ტოვებენ, რადგან სახლში დაბრუნებისას, მათ საკარანტინო პერიოდი უნდა გაიარონ. სამხრეთ აფრიკის მთავრობა კი, საკარანტინო ზონების სიმცირის გამო, მათ საკუთარ ქვეყანაში ვერ აბრუნებს. 

ლესოთო სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ახალი კორონავირუსი ამ დრომდე არ ფიქსირდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system