თავში

ლიბანიდან ისრაელზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა

ლიბანიდან ისრაელზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა
ლიბანიდან ისრაელზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ექვსი ჭურვი გაისროლეს, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა საზღვრის გადაკვეთა ვერ მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის უწყება ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

მანამდე მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ გამაფრთხილებელი განგაშის ზარი ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან მდებარე სოფელ მისგავ ამში ჩაირთო. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ აფეთქების ხმების ესმოდათ.

ხუთშაბათ საღამოს სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. ჭურვები ზღვაში აფეთქდა. მომხდარს გაეროს სამშვიდობო ძალები ბეირუთთან კოორდინაციით იძიებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system