თავში

ლიბანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელები გადაკეტეს - განახლებულია

​ლიბანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელები გადაკეტეს
ლიბანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელები გადაკეტეს - განახლებულია

ბეურუთის ცენტრში ასობით დემონსტრანტმა პარლამენტის შესასვლელები გადაკეტა. გზებზე ბარიკადებია განთავსებული.

შენობაში დეპუტატებს არ უშვებენ.

აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებმა ბარიკადების გარღვევა სცადეს. დემონსტრანტებმა მათ ქვები დაუშინეს. დაცვამ ჰაერში გაისროლა.

მოგვიანებით პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. 

დღეს ლიბანის საკანონმდებლო ორგანოს სხდომა უნდა გამართულიყო, რომელზეც დეპუტატებს საერთო ამნისტიის შესახებ კანონზე უნდა ემსჯელათ. სწორედ ამ კანონს აპროტესტებენ დემონსტრანტები, რომელთა აზრით, ამნისტია კორუფციის ფაქტებზე გასამართლებულ მაღალჩინოსნებს შეეხება. ასევე აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ამნისტიის შედეგად ციხეებს რადიკალები დატოვებენ, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფებების წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system