თავში

ლიბანში მესამე მინისტრი გადადგა - განახლებულია

ლიბანში მესამე მინისტრი გადადგა - განახლებულია
ლიბანში მესამე მინისტრი გადადგა - განახლებულია

ლიბანში მიმდინარე მასშტაბური პროტესტების ფონზე, რომელიც ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაიწყო, კიდევ ერთი მინისტრი გადადგა. ამჯერად თანამდებობა იუსტიციის მინისტრმა დატოვა.

პარლამენტის სპიკერმა 13 აგვისტოს პარლამენტის სხდომა მოიწვია. დეპუტატები მთავრობას მომხდართან დაკავშირებით კითხვებს დაუსვამენ.

-13:25-

ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ბეირუთის გუბერნატორმა, მარვან აბუდიმ გააკეთა.

მისივე თქმით, ათობით ადამიანი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.

ამასთან, ლიბანის დედაქალაქში ზედიზედ მეორე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრაციებზე მოხდა შეტაკებებიც.

-11:45-

ბეირუთში ანტისახელისუფლებო გამოსვლები გრძელდება. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომელთაც პარლამენტის მიმდებარედ გზის გადაკეტვა სცადეს. მომიტინგეთა ნაწილი ტრანსპორტის სამინსიტროს შენობაში შეიჭრა.

მასშტაბური აფეთქების შედეგების, მრავალთვიანი ეკონომიკური კრიზისისა და ჩავარდნილი რეფორმების გამო თანამდებობა დატოვეს ინფორმაციის მინისტრმა მანალ აბდელ სამადმა და ლიბანის გარემოს დაცვის მინისტრმა დამიანოს კატარმა.

ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 158-ს შეადგენს და დაშავებულთა რაოდენობა 6000-ს აჭარბებს. აღშფოთებული მოსახლეობა დემონსტრაციებს მართავს და ხელისუფლების გადადგომას ითხოვს.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system