თავში

ლიბიაში 200 მიგრანტი დააკავეს

ლიბიაში 200 მიგრანტი დააკავეს
ლიბიაში 200 მიგრანტი დააკავეს

ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 200 მიგრანტი დააკავა, მათ შორის 7 ქალი და 3 ბავშვია. აფრიკელი და არაბი მიგრანტები, 2 ხის გემით, ლიბიის გავლით, ევროპაში აპირებდნენ გადასვლას. დაკავებულები, პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ტრიპოლის ახლოს, დროებითი მოთავსების ბანაკებში გადაიყვანეს.

ლიბია, ბოლო დროს, მთავარ სატრანზიტო მარშრუტად იქცა აფრიკისა და არაბული სახელმწიფოებიდან გამოქცეული მიგრანტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ევროკავშირის სახელმწიფოებში ეძებენ. ევროკავშირი, სანაპირო დაცვასთან ერთად, სახიფათო საზღვაო მიგრაციის აღკვეთას ცდილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system