თავში

ლიბიაში 600 მიგრანტი გადაარჩინეს

ლიბიაში 600 მიგრანტი გადაარჩინეს
ლიბიაში 600 მიგრანტი გადაარჩინეს

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) განცხადებით, ლიბიის დასავლეთ სანაპიროებთან დაახლოებით 600 არალეგალური მიგრანტი გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Xinhua ავრცელებს.

"დღეს ლიბიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ტრიპოლისა და ზავიაში დაახლოებით 600 ადამიანი გაგზავნეს, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო", - განაცხადა სააგენტოს პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მონაცემებით, 2020 წელს სულ 11 891 არალეგალური მიგრანტი გამოიყვანეს და ლიბიაში დააბრუნეს. ამავე პერიოდში ხმელთაშუაზღვისპირეთში 381 მიგრანტი დაიღუპა, 597 დაიკარგა.

ლიბია გახდა სასურველი საწყისი წერტილი ათასობით არალეგალური მიგრანტისთვის, რომლებიც ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას ევროპაში გასასვლელად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system