თავში

ლიბიაში 99 მიგრანტი დახრჩობას გადაარჩინეს

ლიბიაში 99 მიგრანტი დახრჩობას გადაარჩინეს
ლიბიაში 99 მიგრანტი დახრჩობას გადაარჩინეს

ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 99 არალეგალი მიგრანტი სიკვდილს გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ Xinhua ავრცელებს.

"ლიბიის სანაპირო დაცვამ გუშინ ზღვაში 99 არალეგალი მიგრანტი დახრჩობას გადაარჩინა. მათი ნავი იძირებოდა, რა დროსაც სანაპირო დაცვამ დროულად მოახერხა მათი წყლიდან გამოყვანა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ ორი დღის წინ ზღვიდან კიდევ 108 უკანონო მიგრანტი ამოიყვანეს.

"ათასობით მიგრანტი ირჩევს ლიბიას, როგორც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის ამოსავალ წერტილს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. წელს ლიბიის მახლობლად ზღვიდან 6 ათასზე მეტი უკანონო მიგრანტი გამოიყვანეს", - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

ლიბიის სანაპირო დაცვის განცხადებით, მიგრანტებს ხმელეთზე გადმოყვანის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ცენტრებში გზავნიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system