თავში

ლიბიის არმიამ ტრიპოლის აეროპორტი დაიკავა

ლიბიის არმიამ ტრიპოლის აეროპორტი დაიკავა
ლიბიის არმიამ ტრიპოლის აეროპორტი დაიკავა

საინფორმაციო სააგენტო Aljazeera-ს ცნობით, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ხელისუფლების არმიამ (GNA) ტრიპოლის ინტერნაციონალური აეროპორტი დაიკავა. ამის შესახებ ლიბიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა.

აეროპორტი 2014 წლის შემდეგ დაკეტილი იყო და ხალიფა ჰაფთარის დაქვემდებარებაში მყოფი ამბოხებულების (LNA)კონტროლის ქვეშ იყო. 

ლიბიის სამოქალაქო ომი უკვე დიდი ხანია მიმდინარებოს, მას შემდეგ, რაც დიქტატორ მუამარ კადაფის რეჟიმი დაემხო. საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ხელისუფლებას (GNA) ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული ხალიფა ჰაფთარის ნაციონალური არმია (LNA) ებრძვის, რომელსაც მხარს რუსეთი, გაერთიანებული ემირატები და ეგვიპტე უჭერს. ოფიციალურ მთავრობას კი თურქეთი ეხმარება.

ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ სიტუაციაში შედარებით მცირე როლს თამაშობს, მას შემდეგ რაც მუამარ კადაფის რეჟიმი დაეცა, როდესაც ნატო-ს ჯარები ამბოხებულებს ეხმარებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system