თავში

ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა

​ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა
ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა

ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, რომელიც ტრიპოლიში მდებარეობს, შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა და იქ გარკვეული დროით გამაგრდა. ინფორმაციას ტელეარხი 218TV ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შტურმის ორგანიზატორი ე.წ. "ტრიპოლის რევოლუციონერების" ბატალიონია, რომელიც ფაიზ სარაჯის ეროვნული თანხმობის მთავრობას უჭერს მხარს.

მედიის ინფორმაციით, მცირე ხნის შემდეგ "რევოლუციონერებმა" საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა იყო მათი მოტივი

ლიბიაში კონფლიქტი 2011 წელს ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის დამხობისა და მკვლელობის შემდეგ დაიწყო.დღეისათვის ქვეყანა აღმოსავლეთ და დასავლეთ კონკურენტ ბანაკებად არის დაყოფილი. აღმოსავლეთ ლიბიასა და სამხრეთის დიდ ნაწილს არჩეული პარლამენტი და გენერალ ჰაფტარის დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული არმია აკონტროლებს. დედაქალაქ ტრიპოლის კი ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, გაეროსა და და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system