თავში

ლიეტუვამ ერაყში 100-მდე არალეგალური მიგრანტი გაგზავნა

​ლიეტუვამ ერაყში 100-მდე არალეგალური მიგრანტი გაგზავნა
ლიეტუვამ ერაყში 100-მდე არალეგალური მიგრანტი გაგზავნა

კვირას ლიეტუვადან ერაყში 98 არალეგალური მიგრანტი გაემგზავრა, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება ისურვეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ქვეყანა მიგრაციული კრიზისის დასაწყისიდანვე მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირის პარტნიორებთან, ერაყის მთავრობასთან და მადლობელია, რომ ერაყი სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეებისთვის საბუთების მხარეს აგვარებდა.

"ეს ადამიანები ბელარუსის არადემოკრატიული ხელისუფლების მოტყუების მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ გვესმის, რომ არალეგალური მიგრანტების ნაკადი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს კვლავ გაიზარდოს, ამიტომ, ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ევროპაში არალეგალური მიგრაციის ნაკადი შევაჩეროთ", - განაცხადა მინისტრმა.

ყველა მიგრანტს, ვინც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებას, დათანხმდა, 1000 ევრო გადაუხადეს.

ჯამში ლიეტუვიდან სამშობლოში 537 მიგრანტი დაბრუნდა, მათგან 482 - ნებაყოფლობით. ამჟამად ქვეყნის უცხოელთა სარეგისტრაციო 5 ცენტრში 3166 არალეგალური მიგრანტი ცხოვრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system