თავში

ლივერპულში კონცერტს წესების დაცვის გარეშე 5 ათასი ადამიანი ესწრებოდა

ლივერპულში კონცერტს წესების დაცვის გარეშე 5 ათასი ადამიანი ესწრებოდა
ლივერპულში კონცერტს წესების დაცვის გარეშე 5 ათასი ადამიანი ესწრებოდა
© nytimes.com

ლივერპულში გუშინ ჩატარდა კონცერტი, რომელსაც 5 ათასი ადამიანი ესწრებოდა. მათ არ მოეთხოვებოდათ პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანციის შენარჩუნება. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.

ჯგუფი Blossoms-ისა და სხვა მუსიკოსების ცოცხალი შესრულება ორგანიზებული იყო სპეციალურად აღმართულ კარავში. კონცერტი, ისევე როგორც 2000-კაციანი კლუბური წვეულება ლივერპულში, არის ბრიტანეთის მთავრობის საპილოტე პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მასობრივი ღონისძიებების აღდგენას.

ცნობილია, რომ კონცერტის დაწყებამდე მაყურებელს უნდა შეევსო სამედიცინო კითხვარი და წარედგინა კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი.

საპილოტე პროგრამის ორგანიზატორების თქმით, ისინი კონცერტიდან 5 დღის შემდეგ ეპიდემიოლიგიურ სიტუაციას გადაამოწმებენ.

"მეცნიერები შეისწავლიან, თუ როგორ მოქმედებს კორონავირუსის დაინფიცირების რისკი დარბაზში მყოფი ადამიანების ურთიერთქმედებაზე, ოთახში მასობრივი მოძრაობით, ასევე ალკოჰოლის მოხმარებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system