თავში

ლონდონსა და ბერლინში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ

ლონდონსა და ბერლინში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ
ლონდონსა და ბერლინში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ

ლონდონსა და ბერლინში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო, ამერიკელების სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო აქციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით აქციებს რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრება.

აქცია გაიმართა ბერლინში, აშშ-ის საელჩოს წინ, სადაც მომიტინგეებმა პლაკატები განათავსეს წარწერებით:  „სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის“, „შეწყვიტეთ ჩვენი მოკვა“ და „ვინ არის შემდეგი“.

რაც შეეხება აშშ-ში მიმდინარე აქციებს, გამოცემა აღნიშნავს, რომ დემონსტრაცია ძალადობრივი ხასიათისაა და აქციის მონაწილეებმა გადაწვეს შენობები.

აშშ-ში, ინდიანაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე სამი პირი მოკლეს.

შეგახსენებთ, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები გასულ კვირას მინეაპოლისში 46 წლის ადგილობრივი აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ფლოიდი სამართალდამცავებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო ერთი ოფიცერი ჯორჯს კისერზე ფეხით აწვებოდა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებული პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას სუნთქვა არ შეეძლო. მალევე მან გონება დაკარგა და მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system