თავში

ლონდონში გაუჩინარებული ქალის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

​ლონდონში გაუჩინარებული ქალის საქმეზე პოლიციელი დააკავეს
ლონდონში გაუჩინარებული ქალის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

ლონდონში ერთი კვირის წინ გაუჩინარებული 33 წლის სარა ევერერდის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დეტექტივებმა მოქმედი პოლიციელი დააკავეს, რასაც მთავარმა დეტექტივმა ქეთრინ გუდვინმა გამოძიებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. ასევე დაკავებულია ერთი ქალი, რომელიც დანაშაულის თანამზრახველად ითვლება. დაკავებულთა დაკითხვას ლონდონის პოლიცია აწარმოებს. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

მარკეტინგის მენეჯერი სარა ევერერდი ლონდონში 3 მარტს გაუჩინარდა. იგი საღამოს 9 საათზე კლაპჰამის რაიონში მეგობრის სახლიდან გამოვიდა. გზაში მეგობარ მამაკაცს ტელეფონზე ელაპარაკა, რის შემდეგაც ის აღარავის უნახავს. ქალი სახლში არ მისულა. სამართალდამცავები ქალის ბოლო ადგილსამყოფელის არეალში, დაახლოებით 750 შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ. ქალის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system