თავში

ლონდონში პირბადეების გამოფენა გაიმართება

ლონდონში პირბადეების გამოფენა გაიმართება
ლონდონში პირბადეების გამოფენა გაიმართება

ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტი და Westminster Men’s Wear Archive მუშაობენ გამოფენაზე, რომელიც ეხება პირბადეების ევოლუციას და იმას, თუ როგორ გადაიქცა ის თანამედროვე აქსესუარად, რომელიც კორონავირუსისგან დამცავ საშუალებად არის აღიარებული. ამის შესახებ გამოცემა WWD წერს.

"მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ პირბადეების უმეტესობა ერთნაირად გამოიყურებოდა, ჩვენ ახლა ვხედავთ ცვლილებებს. ბრენდებმა მისი გამორჩევა და დიზაინის შეცვლა დაიწყეს", - განაცხადა გამოფენის ხელმძღვანელმა.

გამოფენა From Necessity to Luxury: The Evolution of Face Coverings During COVID-19 11 მაისს გაიხსნება. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის გამოყენება აუცილებელი გახადა. მასში წარმოდგენილი იქნება 52 ბრენდის პირბადე. მათ შორისაა Louis Vuitton და Balenciaga. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system