თავში

ლონდონში პოლიციამ მომიტინგეები დააკავა

ლონდონში პოლიციამ მომიტინგეები დააკავა
ლონდონში პოლიციამ მომიტინგეები დააკავა

ლონდონში გამართული აქციის დროს პოლიციამ 9 მონაწილე დააკავა. ისინი პოლიციელების მხრიდან გადამეტებულ უფლებამოსილებას აპროტესტებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციაზე 1000-ზე ადამიანი შეიკრიბა.

ქვეყნის მოქალაქეები პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, მათ შორის საპროტესტო აქციების დაშლას, აგრეთვე ვანდალიზმისა და უწესრიგო საქციელისთვის ჯარიმების გამკაცრებას აპროტესტებენ. ბრიტანეთის ქალაქებში აქციები მარტიდან გრძელდება. ბრისტოლის მაცხოვრებლები დემონსტრაციებში განსაკუთრებით აქტიურობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system