თავში

ლონდონში შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 33 პირი დააკავეს

ლონდონში შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 33 პირი დააკავეს
ლონდონში შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 33 პირი დააკავეს

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე, კარანტინის წესების დარღვევის გამო, 33 ადამიანი დააკავეს. 

ლონდონში, 20 მარტს გამართულ აქციაზე ჯამში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტები შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვდნენ.

დიდ ბრიტანეთში 2021 წლის დასაწყისში რიგით მესამე ეროვნული კარანტინი გამოცხადდა, რომელიც დღემდე მოქმედებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 4.2 მილიონს აჭარბებს. დაავადებას 126 026 ინფიცირებული ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system