თავში

ლოს-ანჯელესის მოსამართლემ ეკლესიის წინამძღოლს ერთ-ერთი ბრალდება გაუუქმა

ლოს-ანჯელესის მოსამართლემ ეკლესიის წინამძღოლს ერთ-ერთი ბრალდება გაუუქმ
ლოს-ანჯელესის მოსამართლემ ეკლესიის წინამძღოლს ერთ-ერთი ბრალდება გაუუქმა

ლოს-ანჯელესის მოსამართლემ მექსიკის საეკლესიო პირის მიმართ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება მტკიცებულებების არ არსებობის გამო გააუქმა. ამის შესახებ The Star წერს.

პროკურორის განცხადებით, ეკლესიის წინამძღვარს, ნაუსონ ხოაკინ გარსიას ვერ დაუმტკიცეს, რომ მსხვერპლს ემუქრებოდა, რომ თუ მასთან სექსუალურ კავშირს არ დაამყარებდა. თუმცა მისი ორი ბრალდება, ბავშვთა გაუპატიურება და ადამიანით ვაჭრობა, კვლავ ძალაში რჩება.

ცნობილია, რომ გარსიამ ათობით დანაშაული აღიარა, მათ შორის არასრულწლოვნის გაუპატიურება.

გარდა ამისა, მოსამართლემ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ასევე უარყო, რომ გაუპატიურების დროს მსხვერპლმა სხეულის დიდი დაზიანება მიიღო.

"დღევანდელი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ის უდანაშაულოა და მისი უდანაშაულობა სასამართლო პროცესის განმავლობაში დამტკიცდება", - ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.

გარსია შარშან დააკავეს და ის კვლავ ციხეში რჩება.

"მათ გამოიყენეს ის ფაქტი, რომ ეს გოგოები და მათი ოჯახის წევრები მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკლესიის წევრები იყვნენ. მათ სჯეროდათ, რომ გარსია იყო მოციქული ღვთისა და უნდა ემორჩილებოდნენ მის სურვილებს", - განაცხადა მოსამართლემ.

ეკლესიის წინამძღვართან ერთად პოლიციამ მისი ორი თანამზრახველიც დააკავა.

გარსია არის მექსიკის ქალაქ გვადახარაში დაფუძნებული ეკლესიის "La Luz del Mundo-ს" სულიერი ლიდერი, რომელსაც მსოფლიოში 5 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ის აცხადებს, რომ ევანგელური ქრისტიანული ეკლესია მისმა ბაბუამ დაარსა.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ მან სამი სექსუალური დანაშაული ჩაიდინა და ასევე მას ბრალი ედება ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა, რომელშიც ხუთი ქალი და გოგონა მონაწილეობდნენ. ისინი ეკლესიის წევრები იყვნენ. სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ დანაშაულები ლოს-ანჯელესში 2015-დან 2018 წლამდე მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system