თავში

ლუკ ბესონს გაუპატიურების საქმეზე მოწმის სტატუსი მიენიჭა

ლუკ ბესონს გაუპატიურების საქმეზე მოწმის სტატუსი მიენიჭა
ლუკ ბესონს გაუპატიურების საქმეზე მოწმის სტატუსი მიენიჭა

ფრანგ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს ლუკ ბესონს, რომელსაც ბელგიელ-ჰოლანდიელი მსახიობი სენდ ვან როი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, მოწმის სტატუსი მიენიჭა. ადვოკატის თქმით, რეჟისორმა ეს სტატუსი დაკითხვის შემდეგ მიიღო.

"ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლუკ ბესონის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არანაირი საფუძველი არ აქვს", - განაცხადა ადვოკატმა.

რეჟისორი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

2018 წლის 18 მაისს, 28 წლის მსახიობმა სანდ ვან როიმ საჩივარი შეიტანა პარიზის პოლიციის ერთ-ერთ კომისარიატში. მან 60 წლის ბესონს გაუპატიურებაში დასდო ბრალი. მსახიობის თქმით, ბესონმა ჩაიში ნარკოტიკი ჩაუყარა და მისი დალევის შემდეგ გააუპატიურა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მსახიობს სისხლში ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა.

გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში ბესონი ხუთი ქალის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system