თავში

ლუკაშენკო: ეს არჩევნები კი არა, დღესასწაული იყო!

​ლუკაშენკო: ეს არჩევნები კი არა, დღესასწაული იყო!
ლუკაშენკო: ეს არჩევნები კი არა, დღესასწაული იყო!

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები კი არა ზეიმი გაიმართა. ლუკაშენკოს თქმით, მათ უნდოდათ, რომ არჩევნებზე ხალხისთვის ნამდვილი დღესასწაული ეჩუქებინათ და ეს ასეც მოხდა. საარჩევნო აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო.

" გესმით? ეს დღესასწაული იყო. ვიღაცას ამ დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა. ჩვენ ისინი დავინახეთ. ისინი კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდნენ ამ ღამით", - განაცხადა ლუკაშენკომ. 

ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ოპოზიციას ცხვრები უწოდა, რომელთაც უცხოეთიდან მართავენ.

"მართავდნენ ჩვენს, მაპატიეთ და ცხვრებს: მათ არ ესმით რას უკეთებენ, მათ უკვე მართავენ კიდევაც", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსადრე ლუკაშენკომ ხმათა 80,23% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციონერი ბლოგერის სერგეი ციხანოვსკის მეუღლემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი 9,9% .

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და საპროტესტო აქციებს მართავს.

არჩევნების საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევო კომისია კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system