თავში

ლუკაშენკო: რუსეთი ჩვენი პირველი მოთხოვნისთანავე დაგვეხმარება

ლუკაშენკო: რუსეთი ჩვენი პირველი მოთხოვნისთანავე დაგვეხმარება
ლუკაშენკო:  რუსეთი ჩვენი პირველი მოთხოვნისთანავე დაგვეხმარება

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეთანხმება შედგა, რომლის ფარგლებშიც,  რუსეთი რესპუბლიკას პირველი თხოვნის შემთხვევაში დაეხმარება და მის სახელმწიფო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში სტრატეგიული მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

”როდესაც საქმე სამხედრო კომპონენტს ეხება, მოკავშირე სახელმწიფოებსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთის ფედერაციასთან არსებული შეთანხმება მოქმედებს. ეს შემთხვევა სწორედ ამ შეთანხმებას შეესაბამება. სწორედ ამიტომ,  დღეს მქონდა გრძელი და დეტალური საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა - ის აბსოლუტურად გარკვეულია იმ სიტუაციაში, რაც აქ ხდება... ჩვენ შევთანხმდით: ჩვენი პირველი მოთხვნისთანავე, უზრუნველყოფილი იქნება ყოვლისმომცველი დახმარება ბელორუსის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად",- განაცადა ლუკაშენკომ.  

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system