თავში

ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი სიკვდილის შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემას ითვალისწინებს

ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი სიკვდილის შემთხვევ
ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი სიკვდილის შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემას ითვალისწინებს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში ძალაუფლების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა TUT.by იუწყება.

დოკუმენტის თანახმად, მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული აქტის, გარე აგრესიის ან სხვა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის  გარდაცვალების შემთხვევაში, ყველა სახელმწიფო ორგანო და მათი თანამდებობის პირები უშიშროების საბჭოს დაემორჩილებიან. საბჭო სხდომებს კი პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

ამავდროულად, ქვეყნის მეთაურის მკვლელობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გამოცხადდება, ხოლო ღონისძიებების ჩამონათვალს უშიშროების საბჭო დაადგენს.   საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველასთვის და ექვემდებარება უპირობო შესრულებას.

არჩევნების ჩატარების საკითხს ასევე უშიშროების საბჭო გადაწყვეტს. 

ცნობისთვის, გასულ კვირას ლუკაშენკომ აშშ მასა და მის შვილებზე თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system