თავში

მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს

მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს
მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს

სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარის თქმის გამო, ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები აიღეს. 

მუზეუმში სამეფო ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ქანდაკებები დედოფალი ელიზაბეტის და პრინცი ფილიპის, ასევე პრინცი უილიამის და მისი მეუღლე ქეით მიდლტონის გვერდით იყო განთავსებული. თუმცა წყვილის გადაწყვეტილების შემდეგ მუზეუმის ხელმძღვანელობამ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქანდაკებების აღება გადაწყვიტა. ჯერ უცნობია, განათავსებენ თუ არ წყვილის ქანდაკებას მუზეუმში სხვა ლოკაციაზე.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები მადამ ტიუსოს მუზეუმში გასული წლის 9 მაისს, წყვილის სამეფო ქორწილამდე 10 დღით ადრე განათავსეს.

ცოტა ხსნი წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარს ამბობენ. წყვილმა აღნიშნა, რომ სამეფო სახლისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system