თავში

მადრიდი ყოველწლიურ ფესტივალზე ათასობით ცხვარმა წალეკა

მადრიდი ყოველწლიურ ფესტივალზე ათასობით ცხვარმა წალეკა
მადრიდი ყოველწლიურ ფესტივალზე ათასობით ცხვარმა წალეკა

კვირას, გასაოცარი მადრიდის ცენტრალურ ქუჩაზე, ყოველწლიური ღონისძიებისთვის 2000-ზე მეტმა ცხვარმა გაიარა. ესპანეთის დედაქალაქი უძველეს სატრანზიტო გზაზე მდებარეობს, სადაც მწყემსები თავიანთ პირუტყვს ზამთრისთვის სამხრეთით მიერეკებიან. ღონისძიების სახელწოდებაა Fiesta de la Trashumancia (ტრანსჰუმანური ფესტივალი). ის 1994 წელს, ტურისტული ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მემკვიდრეობის პატივსაცემად დააარსეს. 






ფესტივალზე შუასაუკუნეების წესები მოქმედებს, რომლის თანახმადაც მწყემსებს უფლება ქონდათ, თავიანთი ცხოველებით ქალაქში შემოსულიყვნენ და გზებზე გაეარათ. 

 

ცხოველების უსაფრთხო გადასვლის უზრუნველყოფისთვის მწყემსები მადრიდის მერიაში, ყოველწლიურად, ნომინალურ გადასახადებს იხდიან. ჯერ კიდევ 1418 წელს ქალაქის საბჭოსთან დადებული გარიგების საფუძველზე ცხოველების გადაყვანისთვის საფასურად 50 პირუტყვზე 50 მონეტა დაწესდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system