თავში

მადრიდში 10 ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა

​მადრიდში 10 ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა
მადრიდში 10 ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა

ესპანეთის დედაქალაქში 10 ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. მონაწილეები პრემიერ პედრო სანჩესის მიერ კატალონიელი სეპარატისტების დაგეგმილ შეწყალებას აპროტესტებდნენ. ინფორმაციას DPA ავრცელებს.

მედია წერს, რომ სანჩესის უმცირესობის მთავრობას პარლამენტში კატალონიელი სეპარატისტების ხმები სჭირდება. ამიტომ ის გეგმავს, ციხიდან გაათავისუფლოს პოლიტიკოსები, რომლებიც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის იხდიან სასჯელს.

ამ ბრალდებით 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა 12 კატალონიელ პოლიტიკოსს მიესაჯა. რეგიონალური მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი საზღვარგარეთ გაიქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system