თავში

მაიამის სტადიონზე "ჯეიმს ბონდის" ახალი თრეილერი უჩვენეს

მაიამის სტადიონზე "ჯეიმს ბონდის" ახალი თრეილერი უჩვენეს
მაიამის სტადიონზე ჯეიმს ბონდის ახალი თრეილერი უჩვენეს

მაიამის Hard Rock-ის სტადიონზე, ამერიკული ფეხბურთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (ე.წ. სუპერბოული) დასკვნითი თამაში გაიმართა. 

თამაშის შესვენების დროს, პერფორმანსით ჯენიფერ ლოპესი და შაკირა წარსდგნენ, ასევე მაყურებელს წლის ყველაზე მოსალოდნელი ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების რამდენიმე თრეილერი აჩვენეს. 

მათ შორის, იყო ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმიც "This is not the time to die".

აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სერიალის, "ნამდვილი დეტექტივის" პირველი სეზონის რეჟისორი, ქერი ფუკუნაგაა. ჯეიმს ბონდის როლს კი ისევ დენიელ კრეიგი შეასრულებს. მასთან ერთად ფილმში ითამაშებენ ლეია სეიდუ, ლაშანუ ლინჩი, რამი მალეკი, ანუ დე არმსი და სხვები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმისთვის მუსიკას ჰანს ციმერი დაწერს, ხოლო მთავარ სიმღერას ბილი აილიში შეასრულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system