თავში

მაიკ პომპეო ადასტურებს, რომ ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარს ესწრებოდა

​მაიკ პომპეო ადასტურებს
მაიკ პომპეო ადასტურებს, რომ ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარს ესწრებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ მომპეო ადასტურებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერ ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონი საუბარს ესწრებოდა.

„მე მას ვესწრებოდი“, - განუცხადა პომპეომ ჟურნალისტებს რომში, სადაც იტალიის ვიცე-პრემიერთან, ლუიჯი დი მაიოსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

პრეზიდენტების საუბრის დეტალების შესახებ დასმული კითხვა სახელმწიფო მდივანმა უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ის დაამატა, საუბარი იმ საფრთხეებზე გაიმართა, რომელსაც უკრაინას რუსეთი უქმნის. 

26 სექტემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი დაზვერვის თანამშრომლის საჩივრის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შინაარსს ეხება.

გადაწყვეტილება საჩივრის ტექსტის გასაჯაროვების შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა მას შემდეგ მიიღომ რაც თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის ბეჭდურ ვერსიას გამოაქვეყნა.

აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიზეზი სწორედ ეს წერილი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system