თავში

მაიმარი იბომბება, ინტერნეტი გათიშულია

​მაიმარი იბომბება, ინტერნეტი გათიშულია
მაიმარი იბომბება, ინტერნეტი გათიშულია

მიანმარის სამხედროებმა საგაინგის რეგიონში ხუნტას მოწინააღმდეგე მებრძოლებთან შეტაკებების შემდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე რაიონში გაწყვეტილია სატელეფონო ხაზები და არ მუშაობს ინტერნეტი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ საგაინგში თვითმფრინავების და აფეთქებების ხმა ისმოდა.

მიანმარის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

მიანმარში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 თებერვალს არმიამ ხელისუფლება ჩაიგდო ხელში. ამ ფაქტმა შეშფოთება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ გამოიწვია. მიანმარში თავდაცვის ეროვნული ძალები შეიქმნა, რომელიც შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობას უწევს.

გარდამავალი ხელისუფლების ხელმძღვანელის როლს ყოფილი გენერალი და ვიცე-პრეზიდენტი მინ სვე ასრულებს, თუმცა რეალურად ქვეყანას შეიარაღებული ძალების მეთაური, მინ აუნ ჰლაინი მართავს.

მიანმარის მმართველი პარტიის "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის", შსს-ს ხელმძღვანელი და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩჟი და პრეზიდენტი ვინ მინი დაკავებულები არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system