თავში

მაიმიში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

მაიმიში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
მაიმიში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

აშშ-ში მექსიკის მოქალაქე ჰექტორ ალეხანდრო კაბრერა ფუენტესი დააკავეს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ ფუენტესი 2019 წელს აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსანზე სათვალთვალოდ დაიქირავა.

მექსიკის მოქალაქეს რუსულმა მხარემ მაიამიში უცხო ადამიანი სახელზე ბინის დაქირავება  დაავალა. ეს ინფორმაცია მას საიდუმლოდ უნდა შეენახა. კონკრეტული დავალებების მისაღებად ფუენტესმა რუსეთში რამდენჯერმე იმოგზაურა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მას აშშ-ის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის მანქანის აღწერილობა მისცა. რუსეთის ჯაშუშს ამ მანქანის სახელმწიფო ნომერი და მისი ადგილმდებარეობა უნდა დაედგინა.

ფუენტესი დავალების შესასრულებლად ქალთან ერთად წავიდა, რომელიც ოფიციალურად მის მეუღლედ ითვლება. ფუენტესის კომპანიონმა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის მანქანის ნომერი ტელეფონით გადაიღო. ტერიტორიაზე ის უცხო ხალხი დაცვამ შეამჩნია და იქაურობის დატოვება მოსთხოვა. ფუენტესი და მისი კომპანიონი აეროპორტში დააკავეს, როდესაც უსაფრთხოების სამსახურმა მათი ტელეფონები შეამოწმა და წაშლილ ინფორმაციებში მანქანის ნომრის ახლოდან გადაღებული ფოტოები აღმოაჩინა. ფუენტესი თავიდან ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ შემდეგ რუსეთის ხელისუფლების სასრგებლოდ ჯაშუშობა აღიარა.

ფუენტესი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მის საქმეზე მოსმენა 21 თებერვალს მაიამიში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system