თავში

"მაიმუნის ვირუსით" მსოფლიოში პირველი ადამიანი გარდაიცვალა

"მაიმუნის ვირუსით" მსოფლიოში პირველი ადამიანი გარდაიცვალა
მაიმუნის ვირუსით მსოფლიოში პირველი ადამიანი გარდაიცვალა

მაიმუნის ვირუსით მსოფლიოში პირველი ადამიანის გარდაცვალება ჩინეთში დაფიქსირდა. გარდაცვლილი პეკინში ვეტერინარად მუშაობდა. 

როგორც ცნობილია, გარდაცვლილის ახლო კონტაქტების წრე ინფიცირებისგან დაცულია.

გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი, რომელსაც მაიმუნის ვირუსი B (BV) დაუდასტურდა, პრიმატების შემსწავლელ დაწესებულებაში მუშაობდა. სიმპტომები მას ინფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ გამოუვლინდა. ცნობილია, რომ მან მარტის დასაწყისში ორი გარდაცვლილი მაიმუნი გაკვეთა. 

აღნიშნული ვირუსი 1932 წელს იქნა გამოყოფილი და ინფიცირება შესაძლებელია მაიმუნთან პირდაპირი კონტაქტისას. 

ჩინეთში მიიღეს გადაწყვეტილება მაკაკებზე კონტროლი გამკაცრდეს და გამკაცრდეს ვეტერინარების უსაფრთხოებაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system