თავში

მაისიდან აზერბაიჯანში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია დაიწყება

​მაისიდან აზერბაიჯანში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია დაიწყება
მაისიდან აზერბაიჯანში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია დაიწყება

აზერბაიჯანში მაისში ვაქცინაცია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Vaxzevria-თი დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

3 მაისიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრას 60 წელს გადაცილებული პირები ბაქოსა და ქვეყნის 6 რეგიონში შეძლებენ.

აზერბაიჯანმა Vaxzevria-ს 84 000 დოზა პლატფორმა COVAX-ის ფარგლებში მიიღო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო. 1 471 579 მილიონი ადამიანი Sinovac-ით აიცრა. 

აზერბაიჯანმა ჩინური წარმოების ვაქცინის Sinovac 4 მილიონი დოზა შეიძინა. ერთი ადამიანი ვაქცინის ორ დოზას იღებს. ვაქცინის მეორე დოზა პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ გაიცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system