თავში

მაკრონის რეზიდენციის თავზე ორი უპილოტო აპარატი დააფიქსირეს

მაკრონის რეზიდენციის თავზე ორი უპილოტო აპარატი დააფიქსირეს
მაკრონის რეზიდენციის თავზე ორი უპილოტო აპარატი დააფიქსირეს

ემანუელ მაკრონის ვერსალის ზამთრის რეზიდენციის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი შეამჩნიეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს მაკრონი რეზიდენციაში იმყოფებოდა. 

ფრანგული პრესის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები მეზობელი ქალაქის მიმართულებით გაუჩინარდნენ. 

ჟანდარმერიამ ვერ მოახერხა დაედგინა ვინ მართავდა ან ვის ეკუთვნოდა საფრენი მოწყობილობები. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე უპილოტო აპარატი გამოჩნდა. 

2020 წელს 22 წლის სტუდენტი დააკავეს, რომელმაც დრონი მაკრონის რეზიდენციის მახლობლად ააფრინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სტუდენტს ცუდი განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ ვერსალის სასახლის მიმდებარე პერიმეტრის გადაღება სურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system