თავში

მალავიმ მაიკ ტაისონს სთხოვა, მარიხუანის ელჩი გამხდარიყო

მალავიმ მაიკ ტაისონს სთხოვა, მარიხუანის ელჩი გამხდარიყო
მალავიმ მაიკ ტაისონს სთხოვა, მარიხუანის ელჩი გამხდარიყო

სამხრეთ აფრიკის ქვეყნის, მალავის მთავრობამ კრივში ყოფილ ჩემპიონს, მაიკ ტაისონს სთხოვა, ქვეყნის ოფიციალური კანაფის ელჩი გახდეს. ინფორმაციას Quartz Africa ავრცელებს.

2020 წელს მალავიმ სამედიცინო და სამრეწველო მიზნებისთვის კანაფის კულტივაცია და გადამუშავება დააკანონა. ქვეყანა აპირებს, სამედიცინო კანაფის ინდუსტრია სერიოზულად განავითაროს, მაგრამ ახლა ის განვითარების ადრეულ ეტაპზეა, შესაბამისად, ინვესტიციებს მოითხოვს.

მალავის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლობინ ლოუმ ტაისონს წერილი მისწერა და მალავის კანაფის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დახმარება სთხოვა, რისთვისაც შესთავაზა, ინვესტორების მოსაზიდად ოფიციალური ელჩის თანამდებობა დაეკავებინა.

ტაისონს შემოთავაზებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system