თავში

მალდივის რამდენიმე კუნძული შეიძლება, გაქრეს

​მალდივის რამდენიმე კუნძული შეიძლება, გაქრეს
მალდივის რამდენიმე კუნძული შეიძლება, გაქრეს

მალდოვებმა შესაძლოა, კუნძულები დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუ დროულად ვერ მიიღებს დაფინანსებას. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„პატარა ქვეყნებისთვის ეს ადვილი არაა. სანამ დაფინანსებას მოვიპოვებთ, შესაძლოა, ყველა წყლის ქვეშ აღმოვჩნდეთ“, - განუცხადა ადბულა შაჰიდმა სააგენტო "Reuters-ს".

სანაპირო ზოლის დასაცავად მალდივები წელიწადში 10 მილიონ დოლარს ხარჯავს. თუმცა მთავრობა ვარაუდობს, კუნძულის ყველა მცხოვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას 8,8 მილიარდი დოლარი დასჭირდება. გეგმებს შორის ისეთი ინფრასტრუქტურის აშენებაც შედის, როგორიცაა „ზღვის კედლები“.

მალდივის არქიპელაგის 80 პროცენტზე მეტი ოკეანის დონიდან მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ამის გამო, წყლის დონის მატება და შტორმები ქვეყნის მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system