თავში

მალიში სამხედრო ამბოხია

​მალიში სამხედრო ამბოხია
მალიში სამხედრო ამბოხია

მალის დედაქალაქ ბამაკოს შემოგარენში მდებარე სამხედრო ნაწილში ამბოხია. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters წერს.

გავრცელებული ცნობებით, კატის სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამბოხის შესახებ ბამაკოში ნორვეგიის საელჩო ადასტურებს. უწყება მალიში მყოფ თანამოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინოს და უსაფრთხოების ზომები დაიცვას.

შეგახსენებთ, მანამდე მალის ოპოზიციამ მთავრობის გადადგომა ისევ მოითხოვა და მოსახლეობას მოუწოდა, საპროტესტო აქციებს შეუერთდეს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებამ ახალი ძალით ივლისში იფეთქა, მას შემდეგ რაც პოლიციის ქმედების შედეგად სულ მცირე 11 დემონსტრანტი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system