თავში

მამაკაცი ნარკოტიკის გადატანას ბურიტოთი ცდილობდა

მამაკაცი ნარკოტიკის გადატანას ბურიტოთი ცდილობდა
მამაკაცი ნარკოტიკის გადატანას ბურიტოთი ცდილობდა

აშშ-ში, ტეხასის აეროპორტში, მამაკაცი ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Nypost ავრცელებს. 

საინტერესოა, რომ მგზავრს კრისტალიზებული მეტამფეტამინი გადაჰქონდა, თანაც საკმაოდ საინტერესო მეთოდით. მას ის ბურიტოში ჰქონდა გახვეული და ასე ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას. 

აეროპორტის ტრანსპორტირების უსაფრთხოების აგენტებმა, მგზავრის ჩანთის რენდგენზე შემოწმებისას შეამჩნიეს, რომ ბურიტოს შეფუთვაში რაღაც უცნაური იყო. მათ მგზავრს, სთხოვეს, რომ გაეხსნა ბურიტო, თუმცა ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს უბრალოდ მისი საკვები იყო. 

აგენტებმა ჩანთა განმეორებით შეამოწმეს და შავი მასის შემჩნევის შემდეგ იეჭვეს, რომ შესაძლოა იქ არალეგალური ნივთიერება ყოფილიყო. როდესაც მათ ბურიტოს შეფუთვა გახსნეს, მათ მართლაც აღმოაჩინეს აკრძალული ნივთიერება, კერძოდ კი კრისტალიზირებული მეტამფეტამინი. 

ამის შემდეგ, პოლიციამ კონტრაბანდისტი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system