თავში

მამაკაცმა 55 ათასი წერილი ერთდროულად მიიღო

​მამაკაცმა 55 ათასი წერილი ერთდროულად მიიღო
მამაკაცმა 55 ათასი წერილი ერთდროულად მიიღო

დენ ქეინმა აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ თუინსბერგიდან ერთდროულად 55 ათასი წერილი მიიღო კომპანიისგან, რომლისგან თავისი შვილის სწავლის თანხის გადასახდელად კრედიტის აღება უნდოდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს. 

ფოსტის თანამშრომლებმა მამაკაცს დაურეკეს და სთხოვეს, კორესპონდენციის ასეთი რაოდენობა თავად წაეღო, რადგან ისინი წერილების მოწოდებას თავად ვერ ახერხებდნენ.

საფოსტო განყოფილებაში ქეინს 79 ყუთი ელოდებოდა, თითოში კი 700 წერილი იდო. გზავნილების წასაღებად მას ორი რეისის შესრულება მოუწია.

აღმოჩნდა, რომ ყველა წერილი კომპანია College Ave Student Loans-სგან იყო. მამაკაცმა ახსნა-განმარტებისთვის ფირმის ხელმძღვანელობას მიმართა. მათ განაცხადეს, რომ კომპტიუტერულ პროგრამაში, რომელიც ფოსტით მასალების და წერილების გაგზავნაზეა პასუხისმგებელი, შეფერხება მოხდა.

კომპპანია College Ave Student Loans-ში ქეინს ბოდიში მოუხადეს და განაცხადეს, რომ მზად არიან, ყველა წერილი წაიღონ და მამაკაცს კომპენსაციაც კი შესთავაზეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system