თავში

მამაკაცმა ჯეკპოტი ერთ წელიწადში ორჯერ მოიგო

მამაკაცმა ჯეკპოტი ერთ წელიწადში ორჯერ მოიგო
მამაკაცმა ჯეკპოტი ერთ წელიწადში ორჯერ მოიგო

ნებრასკაში, ქალაქ ნორფოლკში მცხოვრებმა მამაკაცმა, მაიკლ კრისტენსენმა ჯეკპოტი ერთ წელში ორჯერ მოიგო. ამის შესახებ CNN წერს.

ამ თვის დასაწყისში, კრისტენსენმა, The Money Scratch-ის ბილეთის შეძენის შემდეგ, 100,000 აშშ დოლარი მოიგო. 

მანამდე, მარტის თვეში მან Money Clip Scratch-ის ბილეთით 50,000 აშშ დოლარი მოიგო.

გამარჯვებულის განცხადებით, მოგებული თანხით ის ავტოფარეხის აშენებას გეგმავს, თანხის დარჩენილ ნაწილს კი პენსიაზე გასვლისთვის გადაინახავს. 

კრისტენსენმა ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ მას ქალიშვილი გარდაეცვალა და მოგებული თანხის უმეტესი ნაწილით სწორედ მისი სახლის შეძენას აპირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system