თავში

მამაკაცმა კორონავირუსის გამო კიბოს მკურნალობა ვერ მიიღო

მამაკაცმა კორონავირუსის გამო კიბოს მკურნალობა ვერ მიიღო
მამაკაცმა კორონავირუსის გამო კიბოს მკურნალობა ვერ მიიღო

60 წლის პიტ შარპი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მას დიაგნოზი იანვარში დაუსვეს. იმის გამო, რომ პიტს კორონავირუსი არ ჰქონდა, ოპერაცია არ გაუკეთეს, რადგან ინტენსიური თერაპიის საწოლი, რომელიც მას გამოსაყენებლად დასჭირდებოდა, კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე იყო გათვლილი. 

შარპის ქალიშვილი, 23 წლის ტაილერი ამბობს, რომ პიტი ძალიან გულგატეხილი იყო, როცა შეიტყო, რომ მის ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების შანსი აღარ მიეცემოდა. მას ფილტვის კიბოს მეოთხე სტადია ჰქონდა, რომელიც უკვე მის ლიმფურ კვანძებში იყო გავრცელებული.

პიტის ოპერაცია 30 მარტს იყო დაგეგმილი. მისი ახალი თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით შეხვედრიდან შეხვედრაზე უშედეგოდ დადიოდა და ამბობდა, რომ თავს "პინგ-პონგის ბურთივით" გრძნობდა.

პიტის დასახმარებლად შექმნილ ფონდში მოხალისეებმა უკვე 2260 ევრო გადარიცხეს. ოჯახმა განაცხადა, რომ მათთვის ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system