თავში

მამამ 4 წლის შვილი ნიანგისგან გადაარჩინა

მამამ 4 წლის შვილი ნიანგისგან გადაარჩინა
მამამ 4 წლის შვილი ნიანგისგან გადაარჩინა

აშშ-ში ტეხასის შტატში თითქმის 4 მეტრიანი ნიანგი ოჯახს თავს დაესხა. გოგონა ძმასთან და ძიძასთან ერთად სახლის უკან, არხის პირას სეირნობდნენ.  ამ დროს მამამ დაინახა, რომ 4 მეტრამდე სირგძის ნიანგი მისი 4 წლის შვილისკენ მიემართებოდა. ბავშვის მამა ღობეზე გადახტა და მტაცებლის შეჩერება მოახერხა.

"როდესაც ნიანგი დავინახე, პირველი რაც გავიფიქრე ჩემი ქალიშვილის ადგილიდან გაყვანა იყო"- განაცხადა გოგონას მამამ.

მამა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ცდილობდა 270 კილოგრამიან ნიანგთან გამკლავებას. ოჯახმა სამაშველო სამსახური გამოიძახა, მათ ნიანგი დაიჭირეს. მათი თქმით, ეს არის უჩვეულო შემთხვევა რადგან როგორც წესი ნიანგები ადამიანებისგან ყოველთვის შორს არიან.

შესაბამისმა სამსახურმა ნიანგი "Gator Country"-ში ცოცხალი გადაიყვანა, იქ მომუშავე ადამიანები აღფრთოვანებულები იყვნენ ნიანგის მიღებისთვის და ტეხასელ ოჯახს მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან ნიანგთა უმრავლესობა ქარიშხალმა "ჰავრმა" იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system