თავში

მანქანაში დატოვებული ძაღლის გადასარჩენად გამვლელებმა მინა ჩაამსხვრიეს - PHOTO - VIDEO

​მანქანაში დატოვებული ძაღლის გადასარჩენად გამვლელებმა მინა ჩაამსხვრიეს
მანქანაში დატოვებული ძაღლის გადასარჩენად გამვლელებმა მინა ჩაამსხვრიეს - PHOTO - VIDEO

დიდ ბრიტანეთში მამაკაცმა, გაუსაძლის სიცხეში მანქანაში დატოვებული იორქშირის ტერიერის გადასარჩენად, მანქანის მინა ჩაამსხვრია და ძაღლი გადაარჩინა.

გამვლელმა ცოლ-ქმარმა, რომელთა მანქანაც იქვე იყო გაჩერებული, VW Golf-ის მარკის მანქანის უკანა საჯდომზე ძაღლი შენიშნეს. ცხოველი სიცხისა და უჰაერობისგან იხრჩობოდა. მათ ცოტა ხანი დაიცადეს, იმ იმედით, რომ ძაღლის პატრონი გამოჩნდებოდა, შემდეგ კი მამაკაცმა მამაკაცმა მანქანის მინა ნაჯახით ჩაამტვრია და ძაღლი გადაარჩინა.

პროცესი გამვლელებმა მობილურით გადაიღეს.

ამ დროს ძაღლის პატრონი ქალი, შვილთან ერთად, მაღაზიაში საყიდლებზე იყო გასული. მოგვიანებით შემთხვევის ადგილას ისიც გამოჩნდა. 

ქალი თავის მართლებას ცდილობდა და აცხადებდა, რომ მაღაზიაში მხოლოდ 20 წუთით შევიდა. ადგილზე მოვიდა პოლიციაც. სამართალდამცავებმა ცხოველი შესამოწმებლად ვეტერინარულ პუნქტში გადაიყვანეს და ძაღლის პატრონს გაფრთხილება მისცეს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system