
ავსტრალიაში, ბრიზბენში, მანქანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის სამი ათ წლამდე ასაკის მოზარდი და ერთი ქალია, რომელიც მძიმე დამწვრობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე ქუინსლენდის პოლიციაა მობილიზებული.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.