თავში

მარადონა ბუენოს-აირესის მახლობლად დაკრძალეს - PHOTO

​მარადონა ბუენოს-აირესის მახლობლად დაკრძალეს
მარადონა ბუენოს-აირესის მახლობლად დაკრძალეს - PHOTO

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს-აირესის მახლობლად, ბელა ვისტას კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს.

დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელი ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში, ოჯახის თხოვნით, ნაადრევად დასრულდა, რადგან სასახლის გარეთ შეკრებილ ფანებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას არეულობა მოჰყვა. მარადონას ცხედარი ბელა-ვისტას სასაფლაოზე გადაიტანეს.

მსოფლიო სპორტის ლეგენდა, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არგენტინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system