თავში

მარკ ესპერი: აშშ წყნარი ოკეანის რეგიონში ერთ ინჩსაც არ დათმობს

​მარკ ესპერი: აშშ წყნარი ოკეანის რეგიონში ერთ ინჩსაც არ დათმობს
მარკ ესპერი: აშშ წყნარი ოკეანის რეგიონში ერთ ინჩსაც არ დათმობს

აშშ-ის წყნარ ოკეანეში ლიდერობის პასუხისმგებლობა აკისრია და ის ერთ ინჩსაც კი არ დაუთმობს იმ ქვეყანას, რომელიც ფიქრიბს, რომ მისი პოლიტიკური სისტემა უკეთესია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა.

ჰავაიში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას, ესპერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ თანამშრომლობით შეძლებს აიძულოს ჩინეთი, პატივი სცეს საერთაშორისო კანონებზე დაფუძნებულ წესრიგს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პეკინს ბევრჯერ დაურღვევია თავისი დაპირებები და აგრესიულ სამხედრო მოდერნიზაციას ისევ აგრძელებს.

"ჩვენ ამ რეგიონის არც ერთ ინჩს არ დავუთმობთ სხვა ქვეყანას, რომელიც თვლის, რომ მისი მმართველობის ფორმა, შეხედულებები ადამიანთა უფლებებზე, მედიის თავისუფლებაზე, რელიგიის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და ასე შემდეგ იმ შედეხულებებზე უკეთესია, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი იზიარებს”, – განაცხადა ესპერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system