თავში

მარკ ცუკერბერგის ქონებამ 100 მილიარდს გადააჭარბა

მარკ ცუკერბერგის ქონებამ 100 მილიარდს გადააჭარბა
მარკ ცუკერბერგის ქონებამ 100 მილიარდს გადააჭარბა

მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მისმა ქონებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. Bloomberg-ის ცნობით, ბიზნესმენის ქონების ღირებულება მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან ახალი პლატფორმა Reels გამოუშვა.

Reels პოპულარული აპლიკაციის Tik-Tok-ის ამერიკულ ანალოგს წარმოადგენს.

გამოცემის ცნობით, ცუკერბერგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ჯეფ ბეზოს და ბილ გეითსის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.

ცუკერბერგის ქონების უდიდეს ნაწილს Facebook-ის აქციები შეადგენს. შეგახსენებთ, ბიზნესმენმა სოციალური ქსელი ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, 2004 წელს დააარსა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system