თავში

მარკ ცუკერბერგმა რეპერებისთვის ახალი პლატფორმა შეიმუშავა - PHOTO

მარკ ცუკერბერგმა რეპერებისთვის ახალი პლატფორმა შეიმუშავა - PHOTO
მარკ ცუკერბერგმა რეპერებისთვის ახალი პლატფორმა შეიმუშავა - PHOTO

Facebook-მა რეპერებისთვის ახალი პლატფორმა Bars შექმნა. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ახალი სოციალური ქსელი tiktok-ის მსგავსი იქნება.

Bars-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურად შექმნილ ბიტებს და საშუალებას აძლევს, შექმნან 60 წამიანი რეპ-ვიდეოები. აპლიკაციას ასევე აქვს რამდენიმე სტუდიური ხარისხის ვოკალური ეფექტი და რითმის ლექსიკონი მათთვის, ვინც დარეგისტრირდება, როგორც დამწყები რეპერი. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ვიდეო tiktok-ის სტილში განათავსოს.

დეველოპერები თვლიან, რომ პროგრამა კარგი გზაა მუშაობისთვის, პროფესიონალურ ტექნიკასთან წვდომის გარეშე.

"მე ვიცი, რომ მონდომებულ რეპერებს, შესაძლოა, შეზღუდული ჰქონდეთ ძვირადღირებული ჩამწერი სტუდიები და პროფესიონალური აღჭურვილობა. ასევე კორონავირუსისგან გამოწვეულმა გლობალურმა პანდემიამ შეზღუდა ცოცხალი წარმოდგენები, სადაც ხშირად ვქმნით და ვუზიარებთ ჩვენს მუსიკას მსმენელს", - თქვა დიჯეი იილერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system